• Ƀ/$

Kotejebi.ge - აიშენეთ კოტეჯი ნებისმიერ ადგილზე

27 ივლისი 15:23, 2018 წელი | Company news

კომპანია Kotejebi.Ge მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა ხის კოტეჯების მშენებლობას ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს.

21-ე საუკუნეში გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს აღწევს და ბეტონის შენობების მშენებლობა ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია, შესაბამისად , თუკი არჩევანს შეაჩერებთ ხის კოტეჯზე, ამით არამხოლოდ საკუთარ ბიუჯეტს დაზოგავთ, არამედ გარემოსაც ნაკლებ ზიანს მიაყენებთ.


kotejebi.ge გთავაზობთ მშენებლობას სწრაფად და ხარისხიანად. ბეტონის შენობის აშენებას შესაძლოა წლები ელოდოთ, ხის კოტეჯის შემთხვევაში კი პროცესი შესაძლოა ერთ თვეზე ნაკლებ დროში დასრულდეს.


კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე. მიუხედავად აშენების დროის სიმცირისა , ხის კოტეჯები ათეულობით წელს უძლებს. ხის კოტეჯები მრავალმხრივ გამოყენებადია და შესაძლებელია მისი გადაადგილებაც. კოტეჯები შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საცხოვრებლად, ასევე კომერციული საქმიანობისთვის.


ხის კოტეჯებს პროფესიონალი მშენებლებისგან შემდგარი ჯგუფები აშენებენ. მათ მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და შესაბამისად, ხარისხი გარანტირებულია.


კომპანიის წარმომადგენლები მზად არიან თითოეულ შეკითხვას უპასუხონ და პოტენციურ კლიენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. შეკითხვების დასმა შესაძლებელია როგორც საიტის, ასევე ფეისბუქ გვერდისა და სატელეფონო კონტაქტის საშუალებით.


სხვა სიახლეები