• Ƀ/$

ციფრული ვალუტები გაუფასურდა

10 იანვარი 10:21, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზარზე თითქმის ყველა ციფრული ვალუტის ფასი მკვეთრად შემცირდა. გუშინ Microsoft-მა ბიტკოინს მხარდაჭერა შეუჩერა, რამაც მის ფასზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. თითქმის 7%-იანი კლების შემდეგ ფასი $14000-იან  ზღვარს მიუახლოვდა. 

ეთერიუმი გამონაკლისი აღმოჩნდა, მისი ფასი 14.6%-ით 1388 დოლარამდე გაიზარდა, რაც სარეკორდოა მისთვის. რიპლი მკვეთრად, 21%-ით, 1.90 დოლარამდე გაუფასურდა. 4 იანვრის პიკის შემდეგ ეს განახევრებული ფასია. ბიტკოინ ქეშის ფასი 5%-ით გაიზარდა. კარდანო 17%-ით გაუფასურდა, ლაითკოინი 4%-ით, ნემი 14-ით, იოტა 10%-ზე მეტით, სტელერი 17%-ით.


24%-იანი დევალვაციის შე4მდეგ ტრონს ათეულის დატოვება მოუხდა.  ვერჟის ფასიც 24%-ით შემცირდა. დოგკოინი 19%-ით. მათ საპირისპიროდ ეთერიუმ კლასიკი 12%-ით გამყარდა, ვაქსი კი 31%-ით.


სულ მთელი კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია 719 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც 3 დღის წინანდელთან შეადარებით 120 მილიარდით ნაკლებია.



სხვა სიახლეები