• Ƀ/$

კრიპტობაზარი მცირედით გაიზარდა

27 იანვარი 22:33, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზარზე, სადაც ვაჭრობა შაბათ-კვირასაც არ წყდება, ციფრული ვალუტების ფასი მცირედით გაიზარდა. კაპიტალიზაციამ $563 მლრდ-ს მიაღწია.

ბიტკოინი 3.5%-ით 11530 დოლარამდე გაძვირდა. ეთერიუმი 4.5%-ით 1105 დოლარამდე. რიპლი უმნიშვნელოდ გაუფასურდა. ასევე უმნიშვნელოდ გაუფასურდა კარდანოც. ბიტკოინ ქეშის ფასმა $1660-ს მიაღწია. ლაითკოინისამ $182-ს. ნემი მკვეთრად, 22%-ით გამყარდა და მისმა ღირებულებამ 1 დოლარს გადააჭარბა. ეოსი და ნეო 2-2 პროცენტით გამყარდნენ.


სხვა ვალუტებიდან, იოტა, პოპულუსი, ბაითკოინი, ვერჟი, მონერო და სიკოინი 3-6 პროცენტის ფარგლებში გამყარდნენ. ბიტშეარის ფასი 11%-ითაა გაზრდილი, ოქსის 17%-ით. სტიმმა და იკონმა მცირედი კლება განიცადეს.



სხვა სიახლეები