• Ƀ/$

იაპონური კრიპტობირჟა მოპარულ $400 მლნ–ს აანაზღაურებს

28 იანვარი 11:40, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

იაპონური კრიპტობირჟა Coincheck პირობას დებს, რომ ტრეიდერებს $400 მლნს აუნაზღაურებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოიპარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.


მედიისთვის გუშინ გახდა ცნობილი, რომ დაუდგენელმა პირებმა იაპონური კრიპტობირჟიდან $400 მლნ–ის კრიპტოვალუტა NEM მოიპარეს.


Coincheck–ის დაანგარიშებით, მთლიანობაში ბირჟის დაახლოებით 260 000 მომხმარებელი დაზარალდა.


Bloomberg აღნიშნავს, რომ ძარცვიდან მეორე დღეს NEM–ის ფასი 21%–ით გაიზარდა და $1–ის ნიშნულს გადააჭარბა.


სხვა სიახლეები