• Ƀ/$

კრიპტოკრიზისი მეორდება

31 იანვარი 10:46, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტობაზარზე ისევ პანიკაა. ვალუტები 10-15 პროცენტით გაუფასურდა. ჯამური კაპიტალიზაცია $500 მლრდ-ს ჩამოსცდა.

FACEBOOK-მა ყველა სახის კრიპტოვალუტის, მათ შორის ბიტკოინის რეკლამირება აკრძალა, რაც ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ბიტკოინის ფასი 10 000 დოლარამდე დავარდა, ეთერიუმის 1075-მდე. რიპლი 12%-ით დაეცა, ბიტკოინ ქეში 11%-ით, კარდანო კი უფრო მეტად 16%-ით. ლაითკოინის ფასი 160 დოლარამდე დავარდა, სტელერის 48 ცენტამდე. 13 და 16 პროცენტით გაუფასურდა ეოსი და ნემი.


სხვა ვალუტებიდან ლისკი და პუპულუსი 2 გამონაკლისი აღმოჩნდა, რომლებიც გამყარდა. ერთი 39 და მეორე 5 პროცენტით. იოტა, დეში, მონერო, ტრონი, ეთერიუმ კლასიკი, ბაიტკოინი, ზიქეში, სიკოინი... ყველა მათგანი გაუფასურდა.



სხვა სიახლეები