• Ƀ/$

მსოფლიო ეკონომიკა, უკანასკნელი 2000 წლის განმავლობაში

31 იანვარი 20:00, 2018 წელი | ანალიტიკა

საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა სახელმწიფოების საზღვრები, პოლიტიკური გავლენა და ეკონომიკური სიძლიერე. ამჟამად დომინანტის პოზიციაში შეერთებული შტატები და ჩინეთი არიან.

სურათი ყოველთვის ამდაგვარი არ ყოფილა. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში  იმავე ჩინეთის, ინდოეთის, საბერძნეთის, ირანისა და ეგვიპტის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 80%-ს აღემატებოდა. 1950 წელს 20%-ს ჩემოსცდა, დღეს 50%-ს უახლოვდება.


მთელი ისტორიის მანძილზე ქვეყნის ეკონომიკის ჯამური მოცულობა მისი ტერიტორიული ზომის, მოსახლეობის რაოდენობისა და პოლიტიკური სიძლიერის პროპორციულად იცვლებოდა. ამის გამო ხან ბრიტანეთის წილი იზრდებოდა, ხან ესპანეთის, ხან რუსეთის, ხან შეერთებული შტატების.



გრაფიკზე ჩინეთს უფრო დიდი წილი უკავია ვიდრე აშშ-ს, ინდოეთის წილი იაპონიისას აღემატება, რუსეთისა, ბრიტანეთისას. ამის მიზეზი მეთოდოლოგიაა. მოცემულ შემთხვევაში მშპ PPP (მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტი) მეთოდითაა დათვლილი. მიმდინარე ფასებში პირველი შეერთებული შტატებია, რომელსაც ჩინეთი, იაპონია და გერმანია მოსდევს. 1 სულ მოსახლეზე შემოსავლებით კი პატარა ქვეყნები ლიდერობენ, ისეთები როგორებიც არიან: ყატარი, ლუქსემბურგი, მაკაო, ირლანდია, შვეიცარია, ნორვეგია...


მთელი რამდენიმე ათასწლეული, ცივილიზაციების ფორმირებიდან I ინდუსტრიულ რევოლუციამდე, როგორც ღარიბ, სუსტ, ასევე მდიდარსა და ძლევამოსილ სახელმწიფოებში მოსახლეობის 98% უკიდურეს სიღარიბეში რჩებოდა. პროგრესი მხოლოდ XIX საუკუნიდან იწყება.



ასეთი მკვეთრი ზრდა შემთხვევითი არაა, ესაა ფორმაციის ცვლილების პერიოდი. ფეოდალური წყობილება კაპიტალიზმმა შეცვალა, ადამიანმა პიროვნული თავისუფლება მოიპოვა, ხელით შრომა კი მანქანით შრომამ ჩაანაცვლა.


რა სურათი იქნება ხანგძლივი პერიოდის შემდეგ რთული სათქმელია, თუმცა უახლოეს მომავლში ჩინეთისა და ინდოეთის წილის ზრდაა მოსალოდნელი. 1 სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდის შანსი კი გაცილებით მეტ ქვეყანას გააჩნია.


 


მსგავს თემაზე


ევროზონის ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა


გლობალური ზრდის 50% ორ ქვეყანაზე მოდის


მსოფლიო კიბერუსაფრთხოების ცენტრი თებერვალ–მარტში შეიქმნება


საქართველოს მშპ 2017 წელს დაგეგმილზე 1.2-ჯერ მეტად გაიზარდა


სხვა სიახლეები