• Ƀ/$

კრიპტოვალუტის ბაზრის მიმოხილვა

4 თებერვალი 15:09, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

გასულ 24 საათში კრიპტობაზარზე განსაკუთრებული სიახლე არ დაფიქსირებულა.  კაპიტალიზაცია უცვლელი 425 მილიარდი დოლარია, თუმცა ცალკეული ვალუტების ფასი სხვადასხვა მიმარულებით შეიცვალა.

ბიტკოინი მცირედით - 0.8%-ით გაუფასურდა. ეთერიუმი უფრო მეტით 3.5%-ით. ბიტკოინ ქეში და რიპლი მცირედით გამყარდა. კარდანო ბევრად მეტით 2 ნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გამყარდა. 17%-იანი გამყარების შემდეგ, ლაითკოინის ფასმა 150 დოლარს გადააჭარბა და კაპიტალიზაციის რეიტინგში მეექვსე ადგილზე აინაცვლა. 5-6 პროცენტის ფარგლებში გამყარდა ნემი და სტელერი. ნეო და ეოსი კი ორივე მცირედით გაუფასურდა.


სხვა ვალტებიდან იოტა, ტრონი, ბიტკოინ ქეში, ზიქეში და ბაითკოინი გამყარდა. ლისკი, პოპულუსი, ვიჩეინი, ეთერიუმ კლასიკი და ნანო კი გაუფასურდა.


მასშტაბური ვარდნის შემდეგ, 1 კვირიან ჭრილში პირველი 100 ვალუტიდან მხოლოდ 3 ვალუტაა გამყარებული.



სხვა სიახლეები