• Ƀ/$

რეგულაციებმა კრიპტობაზარი გაანახევრა

4 თებერვალი 19:03, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

ბიტკოინმა და არა მხოლოდ მან, 2018 წელი ცუდად დაიწყო. ვალუტების უმრავლესობამ 1 თვეში ღირებულების 40-50 პროცენტი დაკარგა. ამის ძირითადი მიზეზად ექსპერტები მთავრობებისა და კომპანიების მიერ დაწესებულ რეგულაციებს ასახელებენ. 

1 წლის წინ, 2017 წლის 4 თებერვალს, ბიტკოინის ღირებულება 1030 დოლარს შეადგენდა, რაც 4 იანვრის კურსს 20 დოლარით ჩამორჩებოდა, თუმცა ზრდა უკვე დაწტებული იყო და 31 იანვართან შედარებით 11%-ით იყო მომატებული, მაშინ როცა წელს, დროის იმავე მონაკვეთში, 4 დღეში 10 000-დან 8700 დოლარამდე, ანუ 13%-ით გაუფასურდა.


გასული წლის იანვრის პირველ ნახევარში, წლევანდელის მსგავსად ვალუტების უმრავლესობის ფასი დაეცა, მაგრამ მათ მალევე მოახერხეს გამყარება და უკვე თებერვლის დასაწყისში ფასი 1 იანვრისას აღემატებოდა, ან უახლოვდებოდა მაინც.


ფასების განსხვავებულ ცვალებადობას მიზეზებიც განსხვავებული აქვს. 1 წლის წინ კლება ძირითადად ახალი კალენდარული წლის დაწყებას და ბაზრის გადაწყობას უკავშირდებოდა. 1 წლის წინ 2017 წლის 1 იანვარს ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 15.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა და დღიურად 200 მილიონი დოლარის ბიტკოინი ივაჭრებოდა. მთელი ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია 30 მილიარდს არ სცდებოდა. მოსაზრება, რომ ბიტკოინის ფასი გაორმაგდებოდა, ბევრს არ სჯეროდა, რეალობა საწინააღმდეგო აღმოჩნდა და მისი ფასი 20-ჯერ გაიზარდა,  ეთერიუმის, რიპლისა და სხვა ვალუტების ზრდა გაცილებით უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა.




 


2017 წლის IV კვარტალში, როდესაც კაპიტალიზაციამ 0.5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, მთავრობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაფიქრდნენ. ევროპის ქვეყნებში რეგულაციები ისედაც არსებობდა, კრიტოვალუტები განსაკუთრებული პოპულრობით აზიაში გამოირჩეოდა. სწორედ აზიაში დაწესებულმა შეზღუდვებმა მიაყენა ბაზარს ზიანი. სამხრეთ კორეამ ვალუტის ანონიმური ფლობა და გადარიცხვები აკრძალა, მთელი რიგი შეზღუდვები დააწესა ჩინეთმა და იაპონიამ, ჩინეთში მაინიგის აკრძალვის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა ეს მის ფასზე უარყოფითად ვერ იმოქმედებდა, რადგან ეს ნიშნავს მიწოდების შემცირებას და უცვლელი მოთხოვნის შემთხვევაში ფასი პირიქით უნდა გაზრდილიყო, ზრდა კი არ მოხდა. MICROSORT-მა საგადახდო მხარდაჭერა შეაჩერა, FACEBOOK-მა კი რეკლამირება. ამავე დროს უორონ ბაფეტი ბიტკოინს რამდენჯერმე საჯაროდ დაესხა თავს, სტივ ვოზნიაკმაც თავისი კუთვნილი ბიტკოინები გაყიდა.


1 თვეში კრიპტობაზარზე 420 მილიარდი დოლარი გაქრა, ეს თანხა მთელი „გაზპრომის“ ღირებულებას, რომლის მეშვეობითაც კრემლი ევროპას აშანტაჟებს 7-ჯერ აღემატება.


ბოლო FACEBOOK შეტევის შემდეგ, ბაზრის კაპიტალიზაცია 10%-ით გაიზარდა და შეჩერდა. ახლო მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში ანალიტიკოსები მაინც ზრდას ელოდებიან.


 


მსგავს თემაზე


ცუკერბერგი კრიპტოვალუტას FACECOIN ქმნის


საკუთარ კრიპტოვალუტას KODAK-იც ქმნის


ბლოკჩეინი ბანკებს ანგრევს


სხვა სიახლეები