• Ƀ/$

ლარის კურსი – როგორ ხედავენ ექსპერტები ეროვნულ ვალუტას 2018 წელს

5 თებერვალი 18:13, 2018 წელი | ანალიტიკა

ლარისთვის 2017 წელი რთული აღმოჩნდა. დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობის ამპლიტუდამ თითქმის 65 თეთრს მიაღწია.

ლარის გაცვლითმა კურსმა ამერიკულ დოლართან მიმართებაში უკვე ახალი წლის იანვარში 2,67-2,69-იან ნიშნულს მიაღწია. დღეის მდგომარეობით ერთი ამერიკული დოლარი 2,46 ლარი ღირს.


როგორი იქნება ლარის კურსი ახლო და შორეულ პერსპექტივაში? – სპეციალისტებს, რომლებსაც თემაზე M2B ესაუბრა, ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირთ. საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები 4,5% ეკონომიკურ ზრდაზე, 3,5% ინფლაციაზე და ლარის დოლართან მიმართებაში 2,5-იან ნიშნულზეა გათვლილი.


ეკონომიკის ექსპერტის და სტატისტიკოსის სოსო არჩვაძის განმარტებით, ლარის კურსის ფორმირება მიმდინარე წელს მთელ რიგ საგარეო და საშინაო ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული. „თუ მოხერხდა ექსპორტიას არსებული მზარდი დინამიკის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაუმჯობესება, ლარი სტაბულურობას შეინარჩუნებს და მისი მკვეთრ გაუფასურებას არ უნდა ველოდოთ“, – უთხრა M2B-ს არჩვაძემ.


მისივე განცხადებით, ლარის კურსის ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილების მოცულობაც. ამ ეტაპზე არჩვაძე ამ მაჩვენებლების გაუარესების საფრთხეს ვერ ხედავს. თუმცა, არის ერთი გარემოება. როგორც ცნობილია, 2018 წლის ბიუჯეტში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,5 ნიშნულზეა გათვალისწინებული. არჩვაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ბიუჯეტის შევსებისას პრობლემები შეექმნება, დიდი ალბათობით, ეროვნული ბანკი ემისის განახორციელებს.


წლის ბოლოს უკავშირდება ეკონომიკისა და ფინანსების კიდევ ერთი სპეციალისტის, ნიკა შენგელიას პროგნოზი. მეოთხე კვარტალში შენგელია ლარის გაუფასურებას ელოდება. მიზეზად ქართულ საბანკო სექტორში ბლუმბერგის პლატფორმაზე ეროვნული ვალუტით ვაჭრობის გაუმჭვირვალე სისტემას და მთავრობის მიერ დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახელებს.


შენგელიას განმარტებით, ბლუმბერგის სისტემა, სადაც ლარის კურსის ფორმირება ხდება, მხოლოდ მსხვილი ფინასური ინსტიტუტებისთვის არის ხელმისაწვდომი. რაც შეეხება მომავლ ინფრასტრუქტრუქტურულ პროექტებს, შენგელიას განმატრებით, მათ, ძირითადად, უცხოური კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მიღებული მოგების კონვერტაციას და ქვეყნიდან გატანას ვერავინ დაუშლის.


რაც შეეხაბა ლარის შედარებით ახლო პერსპექტივას, შენგელიას მოსაზრებით, ლარის გაცვლითი კურსი გაზაფხულზე შესაძლოა 2.36-იან ნიშნულსაც ჩამოსცდეს.


შედარებით ნათელ ფერებში ხედავს ლარის მომავალს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე.


მისი შეფასებით, მიმდინარე წელს ლარის გაცლითი კურსი დოლართან მიმართებაში დაახოებით იმ პარამეტრებში დარჩება, როგორც ეს სახელმწიფო ბიუჯეტშია გაწერილი. ცუცქირიძეც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ შედარებით რთული ლარისთვის წლის მეორე ნახევარი იქნება.


მისი თქმით, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა კერძო კომერციული სტრუქტურების და სახელმწიფოს მიერ საგარეო ვალის მომსახურება. ეს კი, მისი აზრით, შესაძლოა უცხოური ვალუტის დეფიციტის, და შესაბამისად, ლარის გაუფასურების მიზეზი გახდეს.


ცუცქირიძე დარწმუნებულია, რომ ლარის კურსის სტაბულურობაში მნიშვნელოვან წვლილს  ეგრეთწოდებული „ესტონური მოდელიც“ შეიტანს. „რეინვესტირებული მოგების გადასახადისაგან განთავისუფლება კომპანიებს დამატებით ფულად რესურსს აძლევს. შესაბამისად, მათ დღისწესრიგში ვალუტის მოძიების აუცილებლობა აღარ დგას. ეს კი სავალუტო ბაზარს არაჯანსაღი მოლოდინებისაგან ათავისუფლებს რაც ხშირ შემთხვევაში ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზია“, – აცხადებს ცუცქირიზე.


კიდევ ერთი და, შეიძლება ითქვას, მთავარი ფაქტორი, რაც ლარის კურს და მის სტაბულურობას განაპირობებს, საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის ფასია. სპეციალისტების განმარტებით, მყარი და ძლიერი დოლარი ლარისთვის არც თუ ისე სახარბიელო პერსპექტივაა. აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ერთ-ერთი  მთავარი ამოცანა და მიზანი სწორედ მყარი და ძლიერი დოლარია. სპეციალისტების შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს და მისი მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს ტრამპის მიზნებსა და ამოცანების კორექტირება არ შეუძლიათ.


სხვა სიახლეები