• Ƀ/$

ეკონომიკურ პარტნიორებში მშპ-ს ზრდის ტემპის დაჩქარება საქართველოზე დადებითად აისახა

8 თებერვალი 14:19, 2018 წელი | ანალიტიკა

საქართველოს ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში 2017 წელს მშპ მოსალოდნელზე მაღალი ტემპით გაიზარდა, რამაც საქართველოზეც პოზიტიური ასახვა ჰპოვა.

 

ევროზონის მშპ 2017 წელს 2.4%-ით გაიზარდა, 2018 წელს კი 2.1%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. რეცესიის შემდეგ მცირედით, 2%-ით გაიზარდა უკრაინის ეკონომიკაც, სადაც 2018 წელს 3.5%-იან ზრდას ელიან.


რეგიონში ყველაზე მაღალი 6.7%-იანი ეკონომიკური ზრდა თურქეთში დაფიქსირდა, რაც ძირითადად ევროკავსირში გაზრდილი ექსპორტით აიხსნება.


ნავთობზე ფასების ზრდამ, რუსეთის ეკონომიკაზეც დადებითად იმოქმედა და მშპ წინასაწრი ინფორმაციით 1.7%-ით გაიზარდა.


რუსეთის ეკონომიკურმა გაჯანსაღებამ, გავლენა სომხეთზეც იქონია, სადაც ფულადი გზავნილები მოცულობა გაიზარდა, მშპმ ზრდის ტემპმა კი 3.7%-ს მიაღწია.


აზერბაიჯანი ეკონომიკა ისევ შემცირდა, თუმცა უფრო მცირედით 1.4%-ით, 2018 წელს კი 0.9%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.


ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა შეერთებულ შტატებშიც. წინასწარი მონაცემებით 2017 წელს ზრადმ ამ ქვეყანაში 2.3% შეადგინა, 2018 წელს კი 2.5%-ს გაფააჭარბებს.



 


მსგავს თემაზე


ევროზონის ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა


ტრამპის 1 წელი, რა შეიცვალა აშშ-სა და მსოფლიოში?


ჩინეთის ეკონომიკის მორიგი რეკორდი


სხვა სიახლეები