• Ƀ/$

TESLA-მ შესაძლოა მარსი ბაქტერიებით დააბინძუროს

3 მარტი 12:00, 2018 წელი | ანალიტიკა

Falcon heavy რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიო მედიის მთავარ თემას წარმოადგენდა. პროფესიონალებისა და უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანთა დიდმა ნაწილმა მოვლენას ახალი კოსმოსური ერის დასაწყისი უწოდა. 

შეფასებები გადაჭარბებული არ ყოფილა, კერძო კომპანიები ელექტრომობილს სხვა პლანეტისკენ ყოველდღე არ უშვებენ, თანაც NASA-სთან შედარებით ბევრად იაფად. მაგრამ რამდენიმე კვირის მერე მეცნიერები საფრთხეებზეც ალაპარაკდნენ.


NASA-ში სხვა პლანეტაზე გაგზავნილ ობიექტს სპეციალურ სტელირიზაციას უკეთებენ, რათა მან დედამიწისეული ბაქტერიები არ გაიყოლოს თან. ილონ მასკი რაკეტას მსგავსი პროცესი არ გაუვლია. მართალია მისი დაშვება უშუალოდ მარსის ზედაპირზე არ იგეგმება, მაგრამ რაიმე სახის გაუმართაობის ან გაუთვალისწინებელის შემთხვევაში, ხდომილება დასაშვები ხდება.  



ასტრონავტის კოსტუმის ფასი $12 მლნ-ს აღწევს. მის გარეშე ადამიანი ღია კოსმოსში მყისიერად დაიღუპება, თუმცა ბაქტერიათა ნაწილი ადამიანზე და სხვა ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმზე გამძლე აღმოჩნდა, მათ შესწევეთ გადარჩენის უნარი უჟანგბადო სივრცეში, მზის სხივების რადიაციის ქვეშ, -200 ან +150 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე.



ასეთი ბაქტერია თუ მარსის ზედაპირზე მოხვდა, შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს. კერძოდ გაანადგუროს იქაური სიცოცხლე ასეთის არსებობის შემთხვევაში, წითელ პლანეტაზე შესაძლოა ბაქტერიულ დონეზე არსებობდეს სიცოცხლე. პირველი მოსაზრების საპირისპიროდ ასევე შესაძლებელია "დედამიწელმა ბაქტერიამ" სიცოხლე განავრცოს მარსზე. თუმცა მასკის რაკეტა, რომელიც არ დაშვებულა ჯერ მარსის ზედაპირზე პირველი ეჭვმიტანილი არაა. სპეციალური დეზინფექციის მიუხედავად შეკითხვები სხვა კოსმოსური ზონდების მიმართაც არსებობს. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია რომ არამიწიერი სიცოცხლის არსბობა მხოლოდ მაშინ უნდა ვირწმუნოთ თუ მას ევროპაზე (იუპიტერის თანამგზავრი) ან ტიტანზე (სატურნის თანამგზავრი) აღმოვაჩენთ, რადგან მარსზე პოტენციურად არსებული ცოცხალი ორგანიზმი, შესაძლოა დედამიწიდან იყოს გაგზავნილი.



ერთ-ერთი ვერსიის თანახმად სიცოცხლე დედამიწაზე ასტეროდის ნატეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა, რომელიც შესაძლოა სულაც მარსიდან ყოფილიყო ასხლეტილი.


მსგავს თემაზე:

Tesla ილონ მასკს ხელფასს აღარ გადაუხდის


Tesla რევოლუციას ამზადებს


Falcon Heavy-ის სტარტი წარმატებული აღმოჩნდა



სხვა სიახლეები