• Ƀ/$

შენობის ექსპლუატაციაში შესასვლელად ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის გაცემა სავალდებულო გახდება

13 აპრილი 16:36, 2018 წელი | ეკონომიკა

ტექნოპარკში „ენერგოეფექტურობა მშენებლობაში“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ გახსნა.

ღონისძიება ასევე ესწრებოდნენ გერმანიის საელჩოს და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები აგრეთვე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ხელმძღვანელი კლაუს ვაიგელი.


როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საქართველოს მთავრობის მიზანია ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად განვითარებას. ეს პოლიტიკა ხორციელდება მწვანე ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად და ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.


„ენერგეტიკულ გაერთიანებაში წევრობის შედეგად საქართველომ იკისრა გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის არის ენერგოეფექტურობის დირექტივებთან შესაბამისი კანონმდებლობის დაახლოვება. ამჟამად ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ეძღვნება შენობებში ენერგოეფექტურობის საკითხებს. ამ კანონპროექტის მიხედვით, რამდენიმე წელიწადში სავალდებულო გახდება ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გაცემა ყველა ახალი შენობისთვის, აგრეთვე ისეთი შენობებისთვის, რომლებიც იყიდება ან ქირავდება“ - აღნიშნა  ირმა ქავთარაძემ.


ენერგოეფექტური შენობები გათბობა-კონდიცირებაზე 30-40 პროცენტით ნაკლებ ბუნებრივ გაზსა და ელექტროენერგიას საჭიროებენ. შესაძლებელია ამ რიცხვის კიდევ უფრო გაზრდაც.


მსგავს თემაზე:

საქართველოში ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი ამოქმედდება


ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის მომზადება EBRD-ის დახმარებით ხორციელდება



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი