• Ƀ/$

ქვეყნები მიგრანტების რაოდენობის მიხედვით

13 აპრილი 06:00 | ანალიტიკა

მსოფლიოში 100 მლნ-ზე მეტი მიგრანტია, მათგან ყველაზე მეტი 48 მლნ შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. „ამერიკული ოცნების“ ასასრულებლად ორ ოკეანეს შუა გადაჭიმულ სახელმწიფოში მთელი მსოფლიოდან მიემართებიან. 

შეერთებული შტატების პირველობა გასაკვირი არავისთვისაა. როგორც წესი ემიგრანტები საკუთარი სამშობლოდან ეკონომიკური გაჭირვების ან რაიმე მიზეზით მის მიმართ განხორციელებული დევნის გამო ტოვებენ. ღარიბი ქვეყნიდან ბედის საძიებლად კიდევ უფრო ღარიბში არავინ წავა. აშშ კიმსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა, სადაც ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებების ან რელიგიური აღმსარებლობის გამო არ სდევნიან. შტატებში არალეგალურად მოხვედრა ბოლო დრომდე დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, რაც მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს.


კითხვაზე კარგია თუ ცუდი მიგრანტები ქვეყნისთვის ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ერთის მხრივ მიგრანტები იაფ სამუშაო ძალას წარმოადგნენე, რაც პროდუქციის წარმოების ხარჯს ამცირებს და მას მსოფლიო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. მეორეს მხრივ კრიმინალის დონე მიგრანტებში უფრო მაღალია, კრიმინალისგან პირდაპირ დაზარალებულ მოსახლეობას საპოლიციო და პენიტენციური უწყებების გაზრდილი ხარჯებიც ემატება. ტრამპის ერთ-ერთი არგუმენტიც სწორედ ესაა.



11 მლნ-ზე მეტი მიგრანტი რუსეთში ცხოვრობს. საშუალოევრუპულზე დაბალშემოსავლიან ავტორიტარულ ქვეყანაში ამ რაოდენობის მიგრანტი შეიძლება დაუჯერებლადაც ჩანდეს, მაგრამ რუსეთში ადამიანები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან დღესაც ინტენსიურად ჩადიან. მათთვის ინგლისურისგან განსხვავებით რუსული ენობრივ ბარიერს არ წარმოადგენს. მართალია ცხოვრების დონე რუსეთში ბევრად უფრო დაბალია ვიდრე აშშ-ში, გერმანიასა და შვეიცარიაში ან თუნდაც ესტონეთში, მაგრამ უფრო მაღალია ვიდრე უკრაინასა და ტაჯიკეთში. განსხვავებით აშშ-ისა და ევროპული ქვეყნებისგან რუსეთი მიგრანტებისთვის უსაფრთხო ქვეყანა არ არის და ბევრი მათგანი რასობრივ ნიადაგზე თავდასხმის მსხვერპლი გამხდარა.


საუდის არაბეთის მესამე ადგილს ამ ქვეყნის სიდიდე და მძლავრი ეკონომიკა განაპირობებს, რაც არაბული ქვეყნებიდან მილიონობით მიგრანტს იზიდავს.


ევროპული ქვეყნებიდან ყველაზე მეტი 10.2 მლნ მიგრანტი გერმანიას ჰყავს, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობის 12%-ს შეადგენს. მსოფლიოში #4 და ევროპაში #1 ეკონომიკის მქონე სახელმწიფო მიმზიდეველია თურქებისთვის, რუსებითვის და აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრები ადამიანებისთვის.



საერთო რეიტინგში არაბთა გაერთიანებული საამიროები მე-6 ადგილს იკავებს, მაგრამ აბსოლუტური ჩემპიონია პროცენტულობის მხრივ. ამ ქვეყანაში მოსახლეობის 87%-ზე მეტი მიგრანტია, ძირითადად ინდოეთიდან, პაკისტანიდა, ბანგლადეშიდან და ფილიპინებიდან. ბურჯ ხალიფა, პალმ ჯემეირა და სხვა არქიტექტორული საოცრებები მიგრანტი მუშების მიერაა აშენებული.  


მსგავს თემაზე:

დასავლური სამყარო მიგრანტების მიმართ დამოკიდებულებას იცვლის


ჰონკონგი მიგრანტებისთვის ყველაზე ძვირ ქალაქად დასახელდა



სხვა სიახლეები