• Ƀ/$

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაში გრძელდება

21 მაისი 10:24 | ეკონომიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობას ახორცეილებს.

პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხოლო მეორე, მონაკვეთზე სამუშაოების გასაგრძელებლად, მსოფლიო ბანკთან მიმდინარეობს სხვადასხვა საკითხის განხილვა და მოლაპარაკებები.


პირველ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კუპატაშვილმა დაათვალიერეს.


ამ დროისთვის, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პირველ მონაკვეთზე, ხიდების მშენებლობა, ყრილის მოწყობა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები და ელექტროგადამცემი ხაზების გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს.


ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს.


აღნიშნული გზა აგარა-ზემო ოსიაურის გზის გაგრძელება იქნება, რომლის 5 კილომეტრიც ამ პროექტის დასრულების შემდეგ შევა ექსპლუატაციაში.


პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.


ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობას რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)  და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს. 


მსგავს თემაზე:

თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო


ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი ივნისში დასრულდება


რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო დაიწყო


გორის, ქობულეთისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება



სხვა სიახლეები