• Ƀ/$

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი და სტქიის პრევენციის სამუშაოები გრძელდება

23 მაისი 10:41 | ეკონომიკა

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, გზის გაწმენდითი, სტიქიის სალიკიდაციო და პრევენციის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მძიმე ტექნიკით, სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე კომპანია აწარმოებს.

გზის ორივე მხრიდან გრძელდება თოვლის წმენდისა და ზამთრის პერიოდში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები. სამუშაოები გრძელდება სტიქიის ზონაში, სადაც მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და  ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-9 კმ-ზე ჩანგრეული გზის აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ასევე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები სტიქიის პრევენციისა და დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად. 


10 მაისს, უხვი ნალექების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო. რის გამოც, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


მსგავს თემაზე:

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაში გრძელდება


ჭავჭავაძის გამზირზე სანაგვე ურნები მიწისქვეშ განთავსდება


ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი რეაბილიტაციის პროცესში ჭავჭავაძის გამზირზე


ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა



სხვა სიახლეები