• Ƀ/$

ბიტკოინის ფასმა $8700-ს გადააჭარბა

27 მაისი 14:02 | კრიპტოეკონომიკა

მცირეხნიანი პაუზის შემდეგ კრიპტობაზარმა ისეფვ ზრდა დაიწყო. 2018 წლის მაისის შემდეგ პირველად ბიტკოინის ფასმა $8700-ს პირველად გადააჭარბა.

ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია 270 მლრდ-ს აღწევს საიდანაც ბიტკოინის წილი 154 მილიარდია, რომელიც ბოლო 24 საათში 9%-ით გამყარდა.


7%-ით $267-მდე გაიზარდა ეთერიმის ღირებულება. რიპლის ფასმა 41 ცენტს მიაღწია, რომელიც ასევე 7%-ით გამყარდა. 12%-იანი ზრდის შემდეგ ლაითკოინის ფასი $115 გახდა. 5-10 პროცენტის ფარგლებში გამყარდა ასევე დეში, იოტა, ეოსი და სხვა ძირითადი ციფრული ვალუტები.


2017 წელი ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების წელი იყო. $17 მლრდ-იანი კრიპტობაზარი 4800%-ით $830 მლრდ-მდე გაიზარდა, საკუთრივ ბიტკოინის ფასი 1900%-ით $1000-დან $20 000-მდე. სამთავრობო და ტრანსნაციონალური კომპანიების რეგულაციებმა 2018 წელს ბაზარი 8-ჯერ შეამცირა. ექსპერტები 2019 წელს ბაზრის გამოცოცხლებას და ფასების ხელახალ ზრდას ელიან, თუმცა იქნება თუ არა ეს 2017 წლის მასშტაბების ჯერ უცნობია.


სხვა სიახლეები