• Ƀ/$

სეტყვით დაზარალებულებს მთავრობა ბაკნებთან შუამდგომლობას გაუწევს

27 მაისი 17:54 | ეკონომიკა

გორის მუნიციპალიტეტში სეტყვით დაზარალებული სოფლების მოსახლეობასთან შესახვედრად გორში ჩავიდა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

მინისტრის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე წელია, სტიქიის შედეგად მოსავლის განადგურების გამო, სახელმწიფოს კომპენსაცია აღარ გაუცია, რადგან მისი თანადაფინანსებით მოქმედებს აგროდაზღვევის პროგრამა და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, აგროკრედიტების გადავადებაზე ბანკებთან შუამდგომლობაა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო პაუხისმგებლობას იღებს მხოლოდ სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე.


გორში მინისტრის ჩასვლამდე, სეტყვით დაზარალებულმა მოქალაქეებმა აქცია ჯერ მუნიციპალიტეტის მერიასთან გამართეს და მოითხოვეს, რომ ზარალი სახელმწიფომ აანაზღაუროს. მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის მერიისგან პასუხი ვერ მიიღეს, აქციის მონაწილეები ცენტრალური ავტომაგისტრალის გადასაკეტად გაემართნენ, თუმცა, ადგილზე ლევან დავითაშვილის ჩასვლის შემდეგ, მასთან შეხვედრას დათანხმდნენ.


გასული კვირის ბოლოს მოსულმა სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის ათზე მეტ სოფელში მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა.


მსგავს თემაზე:

სოფლის მეურნეობის მინისტრი სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვერდად გაემგზავრა


ლევან დავითაშვილი გორში სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება



სხვა სიახლეები