• Ƀ/$

ბრექსითი ნიუ-იორკს მსოფლიო ფინანსურ ცენტრად აქცევს

28 მაისი 13:03 | ეკონომიკა

ბრექსითის შემდეგ ნიუ-იორკი ლონდონს მსოფლიო ფინანსური ცენტრის სტატუსს წაართმევს. ასეთია საკონსულტაციო კომპანია Duff & Phelps-ის გამოკითხვის შედეგები, წერს Reuters.

კომპანიის კონსულტანტები ყოველწლიური გლობალური გამოკითხვის ფარგლებში 180 სპეციალისტს- კერძო კაპიტალის, ჰეჯირების ფონდების, საბანკო და საბროკერო კომპანიების მენეჯერებს დაუკავშირდენენ. მათ ჰკითხეს: „ რას ფიქრობენ, სად არის მსსოფლიოს ფინანსური ცენტრი?“ გამოკითხულთა 60% ბრიტანდეთიდან და ამერიკიდან იყვნენ, ხოლო დანარჩენ 40%-ს ჰონგ-კონგის, ირლანდიის, ლუქსემბურგისა და სინგაპურის წარმომადგენლები შეადგენდნენ.


რესპონდენტთა ნახევარზე მეტმა უპასუხა, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ცენტრი ნიუ-იორკშია. ამაზე დაყრდნობით Duff & Phelps ამბობს, რომ „ბრექსითი დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის, ხოლო წელს ეს პროცესი უკვე კრიზისულ სიატუაციაში აყენებს მას“.


მნიშვნელოვანია ასევე მონაცემი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული კვლევის რესპონდენტთა 12% ფიქრობს, რომ 5 წელიწადში მსოფლიოს ფინანსური ცენტი ჰონგ-კონგში გადაინაცვლებს.


მსგავს თემაზე:

ვის ხელშია მსოფლიო ფინანსური რესურსის 82%?


გადაიქცევა თუ არა სტამბოლი მსოფლიო საფინანსო ცენტრად?



სხვა სიახლეები