• Ƀ/$

საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება

29 მაისი 14:25 | ეკონომიკა

საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება. ამასთან დაკავშირებით,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე Uzbekistan Airways-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

პირდაპირ ავიარეისებს საქართველოსა და უზბეკეთს შორის უზბეკეთის სახელმწიფო ავიაკომპანია შეასრულებს. პირველი ფრენა ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით 16 ივლისს, Airbus A 320 ტიპის თვითმფრინავით განხორციელდება.


გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, უზბეკეთის ავიახაზები თბილისის მიმართულებით პრიდაპირ რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებენ.


ავიაკომპანია Uzbekistan Airways ფრენებს მსოფლიოს 58 მიმართულებით ასრულებს. მისი ავიაპარკი  ამ დროისთვის 31 საჰაერო ხომალდისგან შედგება.


მსგავს თემაზე:

4 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 1.45 მლნ-ს მიაღწია


სტამბოლის ახალი აეროპორტი საწვავით, საქართველოს გავლით მომარაგდება


ქუთაისის აეროპორტში SKY UP AIRLINES იწყებს ოპერირებას



სხვა სიახლეები