• Ƀ/$

ლევან დავითაშვილი: კახეთის რეგიონს ინვესტიციების მოსაზიდად დიდი პოტენციალი აქვს

30 მაისი 15:58 | ეკონომიკა

წინანდალში, სასტუმროში „რედისონ კოლექშენ“ კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი გაიმართა.

„ინვესტიციების მოზიდვის კუთხით კახეთის რეგიონის პოტენციალი, როგორც ბუნებრივი რესურსების გამოყენების, ისე სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, დიდია.   კახეთს გააჩნია ძალიან ბევრი მიმართულება, ეს არის ტრადიციული დარგები: მევენახეობა, მეღვინეობა, ტრადიციული კურკოვანი კულტურები; თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კულტურების განვითარების  ხელშეწყობა. მაგალითად, ზეთისხილის კულტურა, რომელიც ბოლო წლებში ინტენსიურად ვითარდება. ასევე, კაკლოვანი კულტურების, როგორიცაა  კაკალი, ნუში, ფისტა და ა.შ.“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კახეთის საერთაშორისო რეგიონალურ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.


მინისტრმა ფორუმზე ყურადღება  კახეთში არსებულ დაცულ ტერიტორიებზე  გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეკოტურიზმის განვითარება კახეთში ძალიან მნიშვნელოვანია.


„ჩვენ გვაქვს ღვინის ტურიზმის დიდი პოტენციალი, რომლის რეალიზების პირველი ელემენტები უკვე სახეზეა. კახეთში ასევე შესაძლებელია ეკოტურისტული ობიექტების განვითარება როგორც დაცული ტერიტორიების ფარგლებში, ასევე,  დაცული ტერიტორიების მიღმა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით ალტერნატიულ შემოსავლის წყაროს გაუჩენს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


მსგავს თემაზე:

ეკონომიკის მინისტრმა კახეთის საინვესტიციო ფორუმზე იმპორტის ჩანაცვლების მნიშვნელობაზე ისაუბრა


ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, კახეთი ჰიდროსადგურების განვითარების თვალსაზრისით გამორჩეულია



სხვა სიახლეები