• Ƀ/$

ელექტრომანქანების წარმოებაში ინვესტიციები გაორმაგდა

4 ივნისი 14:35 | ეკონომიკა

მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრიაში ელექტრომანქანების წარმოების ინვესტიციები ბოლო 1 წლის განმავლობაში გამორმაგდა.

Ernst & Young-ის კვლევის თანახმად  ავტომწარმოებლები ფსონს ახალ ტექნოლოგიებზე აკეთებენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შიდა წვის ძრავის მქონე  მანქანების წარმოებაში ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა.


ეს დასკვნა ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის Ernst & Young (EY) გერმანიის ფილიალის ექსპერტების მიერ 3 ივნისს ფრანკფურტში გამოქვეყნებულ კვლევაშია მოცემული. მათ 16 ძირითადი ავტომწარმოებლის: გერმანული, იაპონური, ფრანგული, ამერიკული და სამხრეთ კორეის საავტომობილო კომპანიების გამოქვეყნებული მონაცემები გააანალიზეს. მონაცემებზე წვდომის შეუძლებლობის გამო, კვლევაში ვერ მოხვდა ჩინური ავტომწარმოებლების შედეგები.


2018 წლის მონაცემები ასეთია: €8.4 მლრდ და 26 პროექტი 


კვლევის თანახმად, 2018 წელს სამი კონტინენტის ავტომწარმოებლებმა მსოფლიოს მასშტაბით ჯამში €22.4 მლრდ-ის ღირებულების 118 საინვესტიციო პროექტი გამოაცხადეს. წინა წლის მონაცემთან შედარებით ეს 16%-ით ნაკლებია.


ამავდროულად, ელექტრომანქანების წარმოებისთვის არსებული შესაძლებლობები გაფართოვდა, ინვესტიციები 97%-ით გაიზარდა ანუ თითქმის გაორმაგდა და 8.4 26 პროექტისთვის €8.4 მლრდ შეადგინა.


შედარებისთვის: 2015 წლის და 2016 წლის მონაცემებით, ელექტროავტომობილების წარმოების ინვესტიციებმა 2 და 3 პროექტისთვის მხოლოდ 1 და €2 მლრდ დაფიქსირდა.


 


მსგავს თემაზე:

ევროპულ ბაზრებზე ახალი ავტომობილების გაყიდვები მცირდება


გერმანიაში ელექტროძრავიანი სატვირთოებისთვის ავტობანი გაიხსნა



სხვა სიახლეები