• Ƀ/$

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო

11 ივნისი 15:40 | მედია ბიზნესისთვის - M2B

სხვადასხვა პროფილით, დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდებზე 753 მაძიებელი დარეგისტრირდა.

გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მაძიებლები მიიღებენ უფლებას დიპლომისშემდგომი მზადება სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებულ სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძონ.


რაც შეეხება სასერტიფიკაციო გამოცდას, საგაზაფხულო სესიაზე 710 მაძიებელია დარეგისტრირებული. გამოცდის შედეგები წარედინება პროფესიული განვითარების საბჭოს, რომელიც დადებითი საგამოცდო შედეგის მქონე მაძიებელს. შესაბამის სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას მიანიჭებს.


"წელს, როგორც ყოველთვის ტარდება საგაზაფხულო გამოცდები, რომლებიც 2 ნაწილად არის გაყოფილი.პირველი არის საკვალიფიკაციო გამოცდები, რომლებსაც აბარებენ სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და ამის შემდეგ მათ აქვთ უფლება მოიპოვონ სწავლის გაგრძელების უფლება სხვა აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში. მეორე არის სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელიც 10 ივნისს დაიწყო და გრძელდება. ეს არის მათთვის, ვინც უკვე დაამტავრა სარეზიდენტო პროგრამა და გამოცდის ცაბარების შემდეგ ისინი ხდებიან სერტიფიცირებული ექიმები, იმ დარგში, რომელშიც მათ გაიარეს სწავლება",- განაცხადა ჯანდაცვის მოადგილემ ზაზა ბოხუამ. 


გამოცდებზე სარეზიდენტო მზადებასთან დაკავშირებული სიახლეებიც გაჟღერდა. გაფართოვდა იმ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა წრე, რომელთა დიპლომისშემდგომ მზადებასაც სახელმწიფო დააფინანსებს. პათოლოგიური ანატომია, ფსიქიატრია, ფთიზიატრია-პულმონოლოგია, ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია - ეს იმ პრიორიტეტული სპეცილობების ჩამონათვალია, რომელ მიმართულებებშიც სახელმწიფო დიპლომისშემდგომ განათლებას, 2019 წელს აკრედიტირებულ დაწესებულებაში ჩარიცხულ მაძიებლებს  სრულად დაუფინანსებს. ასევე სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან  სოციალურად დაუცველთა (100 000ქულამდე) სარეზიდენტო მზადება.


"მაძიებლები, რომლებიც გამოირჩევიან ნიჭიერებით და აქვთ ფინანსური ბარიერი, სახელმწიფომ გადაწყვიტა დააფინანსოს ისინი და ამით ხელი შუწყოს სხვადასხვა მიმართულებით შესაბამისი კავლიფიციური კადრების მომზადებას. ასევე არის სპეციალობები, რომელიც პრიორიტეტულია სახელმფიწოსთვის და ამ მიმართულებებით სახელმწიფომ გადაწყვიტა დააფინანსოს მაძიებლები, განასაკუთრებით რეგიონების წარმომადგენლები",- განაცხადა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრუკლებელმა თეიმურაზ პირველაშვილმა.


პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები სამედიცინო ადამიანური რესურსების მიმართულებით არსებულო მდგომარეობის ანალიზისა და დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით შეირჩა.


სასერტიფიკაციო გამოცდებების მიმდინარეობას პირადად აკვირდებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა.


 


სხვა სიახლეები