• Ƀ/$

პრემიერ-მინისტრმა დალასის სამრეწველო-სავაჭრო პალატის წევრებს მოუწოდა საქართველოს მიერ შეთავაზებული შესაძლებლობებით ისარგებლონ

14 ივნისი 18:50 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დალასის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებს შეხვდა.

"საქართველოს უხვად აქვს საინვესტიციო შესაძლებლობები და წარმოადგენს კარიბჭეს ყველაზე სწრაფად მზარდ სამომხმარებლო ბაზრებზე", - განაცხადა მან.

მთავრობის მეთაური ბიზნესის წარმომადგენლებს ესაუბრა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე ბიზნესის კეთების რეიტინგში და ქვეყანაში არსებულ დაბალ გადასახადებზე, რასაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ინვესტორებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს პოტენციალს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს პოტენციალი, გახდეს რეგიონში ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, აღიარებული აშშ-ის მიერ. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება აშშ -ის კომერციის დეპარტამენტთან 13 ივნისს ხელმოწერილი მემორანდუმიც, რომელიც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის გახსნაზე მუშაობასაც მოიცავს.

პრემიერის შეფასებით, მისასალმებელია ამერიკული კომპანიების მზარდი რიცხვი, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ.

მთავრობის მეთაურმა დალასის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებს ასევე გააცნო საინვესტიციო პროექტები და მოუწოდა, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რასაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.


მსგავს თემაზე:

მამუკა ბახტაძე: დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში


მამუკა ბახტაძე: კახეთში არის ის პოტენციალი, რომ თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს ეკონომიკური წინსვლა



სხვა სიახლეები