• Ƀ/$

ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებით განხორციელდება

26 ივნისი 13:18 | ეკონომიკა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში 2019 წლის ბოლოსთვის Wizz Air-ის ბაზირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობა 4-მდე 2020 წლისთვის კი 5-მდე გაიზრდება. 

საერთო ჯამში Wizz Air ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებაზე იფრენს. შეთანხმებას ხელი ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ის ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ შებოკმა  მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბადენ-ბადენის,  ვენეციის, ნეაპოლის, ნიცის, პიზის, სტოკჰოლმის, ნიურნბერგის, პოზნანის, ჰერაკლიონისა და ტურკუს მიმართულებით შესრულდება. საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

,,ეს საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი უნდა იყოს რეგიონული ცენტრი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისა და ავიაშეთავაზებისათვის. ეს კი საშუალებას მისცემს უცხოელ ტურისტებს, ევროკავშირის ტურისტებს უფრო მეტი რაოდენობით ჩამოვიდნენ საქართველოში. დაანონსებული მიმართულებები უკვე გაყიდვაშია. ასე, რომ ყველას საშუალება აქვს იფრინოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-ით, რომელიც ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz Air მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების 7 მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს. ხოლო, 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ  ევროპის 5 ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.


მსგავს თემაზე:

WizzAir ქუთაისის აეროპორტიდან 12 ახალ რეისს ამატებს



სხვა სიახლეები