• Ƀ/$

სექტორები, რომლებიც გაიზარდა და შემცირდა მაისში

28 ივნისი 13:30 | ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მაისის წინასწარი შეფასების მონაცემებით ზრდა შეინიშნებოდა უძრავი ქონების ოპერაციებისა და მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევის სფეროში.

ზრდა ასევე დაფიქსირდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის წარმოება-განაწილების, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესში.


კლების ტენდენცია შეინიშნება და როგორც წინა პერიოდში, კვლავ ნარჩუნდება სამშენებლო სექტორში. ასევე დამამუშავებელი სამთო მოპოვების მრეწველობის დარგებში, ასევე კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების სექტორში.


სტატისტისკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მშენებლობის დარგში კლება სამშენებლო პროცესების მოცულობის შემცირებამ განაპირობა.


"სამშენებლო სექტორში კლება ძირითადად შენობების, საერთო მშენებლობების, მაგისტრალური მილსადენების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ბოძების მშენებლობის შემცირებამ განაპირობა. მასთან არის დაკავშირებული სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, რაც წარმოადგენს  გარკვეულწილად სამშენებლო პროდუქტის ნედლეულს და მშენებლობების ტემპის შემცირება ასევე განაპირობებს სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორის კლებას. დამამუშავებელი მრეწველობის დარგში კლების ტენდენციი ძირითად მიზეზად აზოტოვანი სასუქებისა და ფეროსილიკო მანგანუმის წარმოების მოცულობის შემცირება სახელდება, ასევე თამბაქოს წარმოების შემცირებაც",- აცხადებს გოგიტა თოდრაძე. 


მისივე თქმით სამშენებლო სექტორში მაისის თვეში კლება იმდენად დიდი არ არის, რაც წინა თვეებში იყო. 


"აღსანიშნავია, რომ სამშენებლო პროცესები მრავალი მიმართულებით მიმდინარეობს და ამ სექტორში კლება იმდენად დიდი არ არის, რაც წინა თვეებში იყო. კლების ტენდენცია აქ ძირითადად, საერთო მშენებლობების, მაგისტრალური მილსადენების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ბოძების მშენებლობის მიმართულების შემცირებამ განაპირობა", - აღნიშნავს გოგიტა თოდრაძე.


 


მსგავს თემაზე:

მაისში საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები