• Ƀ/$

ციფრული ვალუტები გაუფასურდა

1 ივლისი 11:47 | კრიპტოეკონომიკა

ერთკვირიანი რეკორდული ზრდის შემდეგ ციფრული ვალუტები გაუფასურდა. მათი ჯამური კაპიტალიზაცია 3 დღეში $70 მლრდ-ით $318 მლრდ-მდე შემცირდა.

თუ ბიტკოინის ფასი გასულ კვირას $13 700-ს აღემატებოდა, ახლა ის $10 900-ზეა ჩამოსული. ეთერიუმის ღირებულება $70-ით $295-მდე შემცირდა. რიპლმა ღირებულების 12% დაკარგა და მისი ფასი 40 ცენტს გაუტოლდა. 8%-ით გაუფასურდა ლაითკოინი, 13%-ით ბიტკოინ ქეში,  ეოსი 18%-ით, ხოლო მენრეო 22%-ით.

საგრძნობი კლების მიუხედავად საერთო ჯამში კრიპტობაზარი მაინც უფრო უკეთ გამოიყურება ვიდრე 1 წლის წინ. 2018 წლის ივლისში ციფრული ვალუტების ჯამური კაპიტალიზაცია ამჟამინდელზე $60 მლრდ-ით ნაკლებს $257 მლრდ-ს შეადგენდა, ხოლო ბიტკოინი $6400-ს.


სხვა სიახლეები