• Ƀ/$

საგამოძიებო სამსახურმა 11 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო

2 ივლისი 11:27 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის  რვა  ფაქტი გამოავლინეს და ექვსი  პირი დააკავეს. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს, შიდა ქართლის, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ  განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 11 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. 


ამოღებული  პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 41 000 ლარს აღემატება.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. 


მსგავს თემაზე:

ღვინის აქციზი ირლანდიაში 1 ბოთლზე 5.65 ევროა, საფრანგეთში 112-ჯერ ნაკლები


ფინანსთა სამინიტრომ 52 960 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა


6 დღეში საბაჟო გამშვებ პუნქტებზე 26 740 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს


ელექტრო სიგარეტის გაყიდვა იკრძალება



სხვა სიახლეები