• Ƀ/$

ყვარელში ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

4 ივლისი 11:12 | ეკონომიკა

კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი საწარმო „ჯორჯიაზ ნეიჩრლი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

წარმოების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, პაატა შეყელაძესთან ერთად გაეცნო.


„მთავრობის მიერ განხორციელებული აგრარული დარგის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები, რომლის ფარგლებშიც უკანასკნელი 5 წლის მანძილზე 190-ზე მეტი საწარმო შეიქმნა, არის წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული. ის სტანდარტი, რომელიც საწარმოში „ჯორჯიაზ ნეიჩრლი“ არის დანერგილი, ადასტურებს ჩვენს მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, ვიყოთ მაღალ ხარისხზე ორიენტირებული და ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიო ბაზრებზე“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.


„ჯორჯიაზ ნეიჩრლის“ ხილის და ბოსტნეულის გადამმუშავებელ მეურნეობაში წლიურად 4,000 ტონა ხილის და ბოსტნეულის  გადამუშავებაა შესაძლებელი, ამჟამად წარმოებული პროდუქცია საექსპორტო ბაზრებისთვის არის განკუთვნილი. საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი. კომპანია „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 2.8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 630 ათასი  ლარი გრანტია, ხოლო 1.25 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დაინერგა სტანდარტი ISO 22:000. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორგანული წარმოების სტანდარტის დანერგვა და 2019 წლის აგვისტოში კომპანია დარეგისტრირდება როგორც „ორგანული პროდუქციის გადამამუშავებელი“ საწარმო.


2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით 200 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.


მსგავს თემაზე:

ბათუმში EBRD მხარდაჭერით ახალი საწარმო გაიხსნა


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა



სხვა სიახლეები