• Ƀ/$

მაია ცქიტიშვილი: მნიშვნელოვანია რომ მაღალი ხარისხის ევროპული კომპანიები, მათ შორის იტალიური, შემოვიდნენ ჩვენს ბაზარზე

4 ივლისი 15:45 | ეკონომიკა

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმს დაესწრო.

ფორუმზე ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ ტიპის ფორუმების მნიშვნელობას, რომელზეც ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა წარუდგინოს ამა თუ იმ უცხოურ კომპანიას საკუთარი განვითარების გეგმები. 


მისი თქმით, ფორუმი, რომელსაც 200-ზე მეტი კომპანია ესწრება არის საუკეთესო საშუალება რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ურთიერთობები ქართულ-იტალიურ კომპანიებს შორის.


,,იტალიური კომპანიების მხრიდან გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინვესტიცია სხვადასხვა სექტორში, რომელმაც ძალიან წარმატებით იმუშავა. ჩვენთვის, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, მნიშვნელოვანია რომ მაღალი ხარისხის ევროპული კომპანიები, მათ შორის იტალიური, შემოვიდნენ ჩვენს ბაზარზე და უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი იმ პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ასეთი ფორუმების მიზანია, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ინვესტორებს, ნახონ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის მეტი შესაძლებლობა, რაც მათ მისცემს საშუალებას, უფრო კონკურენტული იყვნენ სხვა კომპანიებთან მიმართებაში და უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.


საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმი საქართველოში იტალიის საელჩოს, იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA-ICE), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.


 


მსგავს თემაზე:

„ჰოლიდეი ინში“ ქართულ-იტალიური ბიზნეს ფორუმი იმართება



სხვა სიახლეები