• Ƀ/$

ბრიტანეთის ავიახაზებს რეკორდული ოდენობის ჯარიმა ემუქრება

8 ივლისი 15:47 | კომპანიები

ბრიტანეთის ავიახაზებს (BA) 183.39 მლნ ფუნტი სტერლინგის ოდენობით (205 მლნ ევრო) ჯარიმა ემუქრება. ამის შესახებ ბრიტანეთის საინფორმაციო კომისიის (ICO) განცხადებაშია აღნიშნული, იტყობინება გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

ბრიტანეთის ავიახაზების წლიური ბრუნვის 1.5%-ის ტოლი ჯარიმა  BA-ს  მშობელ კომპანიას საერთაშორისო კონსოლიდირებული ავიახაზების ჯგუფს SA (IAG)-ს ეკისრება. 


ICO- ს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს.


IAG- ის ჯარიმა ბრიტანეთის ავიახაზების 500 000 კლიენტის პერსონალური მონაცემების ქურდობასთან დაკავშირებით არის დაწესებული. ეს მონაცემები ძირითადად ბრიტანეთის ავიახაზების ვებგვერდზე ბილეთების ონლაინ დაჯავშნის დროს მოიხსნა: ინფორმაცია ბრიტანეთის ავიახაზების გვერდისგან საეჭვო ვებ-გვერდზე გადაამისამართეს, საიდანაც საკრედიტო ბარათის ნომრები, სახლის მისამართები და სხვა პირადი მონაცემები მოიპარეს.


მარეგულირებლის განცხადებით, ინციდენტი BA-ის უსაფრთხოების სუსტი ზომების გამო მოხდა.


"პიროვნების პირადი მონაცემები ფარულია და თუ ორგანიზაცია არ იცავს მათ დაკარგვის ან ქურდობისგან, მაშინ ეს უფრო მეტად შემაშფოთებელია", - განაცხადა ICO- ს ხელმძღვანელმა ელიზაბეტ დენჰემმა.


ბრიტანეთის ავიახაზების აღმასრულებელმა დირექტორმა ალექს კრუზმა განაცხადა, რომ ის მარეგულირებლის გადაწყვეტილებით გაკვირვებული და იმედგაცრუებულია.


სხვა სიახლეები