• Ƀ/$

კურსი 2.8950 - ახალი აბსოლუტური რეკორდი

9 ივლისი 14:03 | ფინანსები

ლარი სწრაფ გაუფასურებას განაგრძობს. თბილისის დროით 14:00 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსმა 2.8950-ს მიაღწია რაც ახალი აბსოლუტური რეკორდია.

9 ივლისის ოფიციალური კურსი 2.8320-ს შეადგენს. ვაჭრობა Bloomberg-ზე 2.8433-ით დაიწყო და რამდენიმე საათში ლარი თითქმის 2%-ით გაუფასურდა.


წელს ლარმა გაუფასურების რეკორდი უკვე 4-ჯერ მოხსნა, თუ სებმა მომდევნო დღიას კურსი 2.8791-ზე ზემოთ დააფიქსირა რეკორდი მეხუთედაც მოიხსნება.


წლის დასაწყისიდან ლარი დოლართან მიმართებაში 8.1%-ით, ბოლო 11 წელიწადში 107%-ით, გამოსვლის დღიდან კი 123%-ით გაუფასურდა.


სხვა სიახლეები