• Ƀ/$

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წმინდა მოგება 2018 წელს 27%-ით შემცირდა

10 ივლისი 14:47 | ეკონომიკა

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წმინდა მოგება 2018 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2017 წელთან შედარებით 27%-ით შემცირდა და 161.3 მლნ ლარი შეადგინა.

შემცირება ძირითადად გამოწვეულია კურსის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური ეფექტით. აღსანიშნავია, რომ წმინდა მოგება 2018 წელს 2016 წელთან შედარებით გაიზარდა 2.1-ჯერ (83.3 მლნ. ლარით).


2018 წლის საოპერაციო მოგებამ შეადგინა 163,3 მლნ. ლარი, რაც 2017 წლის მონაცემებზე 21%-ით ნაკლებია, ხოლო 2016 წლის მონაცემებზე 9%-ით მეტია. (2017 წელს საოპერაციო მოგებამ შეადგინა 205,8 მლნ. ლარი, ხოლო 2016 წელს - 149,6 მლნ. ლარი იყო.). 2018 წელს კორპორაციის ჯამური აქტივები 2017 წელთან შედარებით გაიზარდა 33 მილიონი ლარით და შეადგინა 1,693 მლნ. ლარი.


2018 წლის ანგარიშგების მიხედვით წმინდა ფულადი ნაკადების მოცულობამ საოპერაციო საქმიანობიდან შეადგინა 218,3 მლნ. ლარი (2017 წელს ანალოგიური მაჩვენებელი შეადგენდა 231,9 მლნ. ლარს, ხოლო 2016 წელს - 159,1 მლნ. ლარს ).


გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის შედეგად კორპორაციამ მოახდინა შემოსავლების დივერსიფიცირება. აღსანიშნავია აგრეთვე რომ 2018 წელს აქტიურად მიმდინარეობდა გარდაბანის მეორე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში შესვლა იგეგმება 2019 წლის შემოდგომაზე.


კორპორაციის ჯამური შემოსავალი 2018 წელს შემცირდა 7%-ით და შეადგინა 623,8 მლნ. ლარი, ხოლო ანალოგიური მაჩვენებელი 2017 წელს იყო 671,6 მლნ. ლარი.


2018 წლის ფინანსური ანგარიში შეამოწმა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულის წევრმა, აუდიტორულმა კომპანიამ KPMG-მ, რომლის დასკვნის მიხედვით კორპორაციის ფინანსური ანგარიშგება სრულიად შეესაბამება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს.


მსგავს თემაზე:

ჩინეთმა უარი თქვა დაბინძურებულ რუსულ ნავთობზე


უკრაინამ აშშ-სგან ნავთობი იყიდა


ნავთობის ფასები სტაბილურად იზრდება



სხვა სიახლეები