• Ƀ/$

Visa და MasterCard რუსული ბაზრიდან გავლენ

12 ივლისი 12:36 | ფინანსები

რუსეთის ცენტრალური ბანკისა და სახელმწიფო დუმის ინიცირებული ცვლილებების გამო, საერთაშორისო საგადახდო სისტემები Visa და MasterCard შესაძლოა რუსული ბაზრიდან გავიდნენ.

ამის შესახედ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატა 23 ივლისს მეორე მოსმენით განიხილავს „ეროვნული საგადახდო სისსტემების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების შეტანის საკითხს, რომელსაც ცენტრალური ბანკიც უჭერს მხარს. ინიციატივის თანახმად, ცვლილებებმა რუსეთში საბარათე გადახდების შეუფერხებელ წარმოებას უნდა შეუწყოს ხელი. რეალურად, საკანონმდებლო ცვლილებები საერთაშორისო საგადახდო სისტემების შვილობილ კომპანიებს რუსეთში, დასავლეთის სანცქიებში მოხვედრილი ბანკების ბარათებით ანგარიშსწორების შეწყვეტას აუკრძალავს.


კანონში ცვლილებები შეეხება საერთაშორისო საგადახდო სისტემების რუსეთის ცენტრალურ ბანკში რეგისტრირებულ შვილობილ კომპანიებს, როგორებიცაა Visa, MasterCard, China Union Pay, JCB.


თუ კანონპროექტი დამტკიცდება, საგადახდო სისტემებს 6 თვეს მისცემენ ახალ მუშაობის სისტემაზე გადასასვლელად. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ სანქციების გამო რომელიმე ბანკის ბარათებით ანგარიშსწორების შეწყვეტა დარღვევად ჩაითვლება. თუ ასეთი დარღვევა არ აღმოიფხვრება, ცენტრალური ბანკი კომპანიას რეესტრიდან ამოშლის, რაც რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობის აკრძალვას ნიშნავს.


„კომერსანტი“ წერს, რომ მიუხედავად შესაძლო სურვილისა, Visa და MasterCard ვერ შეძლებენ საკუთარი წესების მორგებას ახალ მოთხოვნებზე. მათ არ შეუძლიათ, არ შეასრულონ სათაო ოფისის განკარგულებები.


მსგავს თემაზე:

საგადახდო კოლაპსი: ევროპაში Visa გადახდებს ვერ ახორციელებს


გლობალური შეფერხების შემდეგ Visa ჩვეულ რიტმს უბრუნდება


Visa კრიპტოვალუტის განყოფილებას იმატებს



სხვა სიახლეები