• Ƀ/$

Toyota მზის პანელებიან მანქანას ტესტავს

12 ივლისი 15:20 | კომპანიები

Toyota მზის პანელებიანი ავტომობილის ლაბორატორიული ტესტირების პროცესშია. თვის ბოლოს ტოიოტა პრიუსის ჰიბრიდის ცდები უკვე რეალურ გზაზე გადაინაცვლებს.

მზის პანელები მხოლოდ 0.03 მმ სისქისაა, თუმცა ისინი 860 ვ ელექტროენერგიას აწარმოებენ. ელექტრომობილებს დენი გამოყენებასთან ერთად მისი დაზოგვა შეუძლია. კურსის სავარაუდო დიაპაზონი  44.5 კმ-ით იწყება და შეიძლება 56,3 კმ-ს მიაღწიოს, თუ მზე დღის განმავლობაში მუდმივად ანათებს.


ავტომობილის გამოშვების თარიღს კომპანია ჯერ არ ამხელს, თუმცა სავარაუდოდ მისი გაყიდვები 2022 წელს დაიწყება. 


იდეის წარმატებამ შესაძლოა Toyota- ს ელექტროავტომობილების წარმოების მთელი კონცეფცია შეცვალოს. 


პილოტური პროექტი Sharp -ისა და იაპონიის ეროვნული კვლევითი ორგანიზაციის NEDO- ის თანამშრომლობით შემუშავდა. პირველი მათგანი მზის პანელების მუსაობაზეა პასუხისმგებელი, მეორე კი ბატარეებზე.


ორივე მიმართულებით არსებობს სერიოზული გარღვევა. თუ ადრე ბატარეებით მხოლოდ გაჩერებულ მდგომარეობაში იტენებოდა, ახლა ეს უკვე მოძრაობისას არის შესაძლებელი. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა გადაადგილების სპექტრი.


 


სხვა სიახლეები