• Ƀ/$

ვაკეში ამხანაგობების საერთო ინფრასტრუქტურა 80 მისამართზე განახლდა

12 ივლისი 18:08 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. იანვარ-ივნისში, ამხანაგობების ოფიციალური მომართვიანობის საფუძველზე, სხვადასხვა უბანში 80 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. 

ამხანაგობების მიერ, პრიორიტეტების, ასევე საჭიროების განსაზღვრის მიხედვით და ბიუჯეტის გათვალისწინებით,  მრავალბინიანი კორპუსების სახურავების განახლება 37 მისამართზე მოხდა; სართულშუა ნაპრალები ამოივსო ორ მისამართზე; წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია ცხრა მისამართზე შესრულდა; ლიფტები განახლდა 14 მისამართზე. ასევე, სადარბაზოები 14 მისამართზე გარემონტდა;  საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა ოთხ მისამართზე განხორციელდა; წყნეთში კი ორი სახლის გამაგრების სამუშაოები შესრულდა.


სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 1.14 მლნ ლარი დაიხარჯა.


ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს და მათ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ. ყოველი პროექტის დაფინანსებისას კი ამხანაგობების საერთო ანგარიშებზე შეტანილი თანხა - პროექტის ღირებულების 10% მათი საერთო ქონების განახლებას და გამწვანებას, ამხანაგობის სურვილის შესაბამისად, მოხმარდება. 


მსგავს თემაზე:

დიდუბეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები 14 მისამართზე დასრულდა



სხვა სიახლეები