• Ƀ/$

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში 60 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

12 ივლისი 18:59 | ფინანსები

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 60 მილიონი ლარი მოიზიდა ფასიანი ქაღალდების ეროვნულ ვალუტაში ორი ახალი გამოშვებით, რომლებიც საქართველოს ბაზარზე დღეს გამოვიდა.

ADB-ის მიერ მსგავსი ორ-ტრანშიანი ფასიანი ქაღალდების გამოცემა საქართველოს კაპიტალურ ბაზარზე 2015 წლის შემდეგ მესამედ ხორციელდება. ფასიანი ქაღალდები თანაბრად არის გადანაწილებული ტრანშებად- ერთი 30 მილიონი ლარის ოდენობის ტრანში სამწლიანი ვადით, ხოლო მეორე 30 მილიონი ლარის ოდენობის ტრანში 5 წლიანი ვადითა და ცვალებადი პროცენტით, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატის ტარიფებთან.


ADB-მა პირველად გამოსცა აქციები საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემის (GSSS) საშუალებით ხელმოწერისა და აუქციონის გზით. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის დეკემბერში დაინერგა და ცენტრალური ბანკის სახსრებით ურისკო, სწრაფი და უსაფრთხო ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა, რისთვისაც დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემას იყენებს. ADB-ის ფასიანი ქაღალდები ასევე განთავსებულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე.


ორივე შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების განთავსება უზრუნველყო სააქციო საზოგადოება „Galt & Taggart“-მა და სრულად არის გამოწერილი საქართველოში ინსტიტუციური ინვესტორების მიერ.


„ADB ძალისხმევას არ იშურებს, რათა განვითარდეს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები,“ განაცხადა ADB-ის ხაზინის უფროსმა პიერ ვან პეტეგემმა. „ამ ფასიანი ქაღალდების გამოცემით ეროვნულ ვალუტაში გაიცემა თანხები არა მხოლოდ ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების განსახორციელებლად, არამედ ამით ხელს ვუწყობთ განვითარებას, რაც საქართველოს Page 2 მოწინავე ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობით გამოიხატება.“


საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა: „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი სამოქალაქო და კერძო სექტორების ერთობლივი ძალისხმევით და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების აქტიური მხარდაჭერით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.“


„ADB-ს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მოწინავე ადგილი უკავია და ხელს უწყობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას, მათ შორის 2015 წლიდან ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოცემას. ახალი ფასიანი ქაღალდების გამოცემა, რომელთა გაყიდვაც დღეს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდება, მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს, რადგან პირველად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ფასიანი ქაღალდების გამოცემა და შენახვა ხდება ახალი GSSS ფარგლებში, რომელშიც ცენტრალური ბანკი გვევლინება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტორი დეპოზიტორად. ჩვენ გვჯერა, რომ ფასიანი ქაღალდები პოპულარობით ისარგებლებს ინვესტორებს შორის და ველით აზიის განვითარების ბანკთან სამომავლო ინიციატივებზე მუშაობას,“ დასძინა არჩილ მესტვირიშვილმა.


ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლების გასესხება მოხდება სააქციო საზოგადოება კრედო ბანკზე (Credo) ახალი პროდუქტების გამოსაშვებად, მათ შორის სოფლად და დედაქალაქის გარეუბნებში მცხოვრები მცირე შემოსავლიანი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და იპოთეკურ სესხებზე გასაცემად. კრედო ბანკის გრძელვადიანი სესხები განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება ოჯახებისთვის, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ და რომლებიც ბანკის კლიენტების დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ. კრედოს ეს გრძელვადიანი სესხები წაადგება არა მხოლოდ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, არამედ მშენებლობის გზით სოფლად შემოსავლის მიღების შესაძლებლობების გაზრდას.


ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, Page 2 მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ს მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.


მსგავს თემაზე:

ADB-ს ინვესტიციები 2019-2021 წლებში $1.2 მლრდ-ს გადააჭარბებს


ADB-ს დირექტორი ფოთში წყალმომარაგების სამუშაოებს გაეცნო



სხვა სიახლეები