• Ƀ/$

უკრაინაში აჭარის შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს გამოაქვეყნებენ

16 ივლისი 15:37 | ეკონომიკა

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს უკრაინელი ჟურნალისტები ამზადებენ. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უკვე მეორედ სტუმრობდნენ. 

ჟურნალისტებმა ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, პროდუქტები და მთიანი აჭარა მოინახულეს.


დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში წელს სამიზნე ქვეყნებიდან რეიტინგული მედიისა და ტურისტული კომპანიის 370-მდე წარმომადგენელმა იმოგზაურა. მათ შორის 90-მდე ჟურნალისტმა და ბლოგერმა დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან და სხვა სამიზნე ქვეყნებიდან. შედეგად, მხოლოდ ბოლო ერთ თვეში  რეიტინგულ მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ მომზადებული 40-მდე სტატია, რეპორტაჟი და ბლოგი გამოქვეყნდა. დეპარტამენტი ჟურნალისტების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გააგრძელებს.


მსგავს თემაზე:

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობა იწყება


აჭარას შესაძლოა ევროპის სპორტის რეგიონის სტატუსი მიენიჭოს



სხვა სიახლეები