• Ƀ/$

პრემიერი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ასათვისებლად ღრაწყლოვან პორტს აუცილებლად მიიჩნევს

26 ივლისი 10:41 | ეკონომიკა

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა: „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი“

მთავრობის მეთაურის თქმით, ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და საქართველო ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულად რეალიზაციას.


„სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი. მე თვითონაც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროექტში წლების განმავლობაში. ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულად რეალიზაციას, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. ანაკლიის პროექტის რეალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს და ეს აუცილებლად მოხდება. ყველას მინდა მოვუწოდო - მეგობრებო, ნუ ცდილობთ, ეს თემები დაუკავშიროთ ერთმანეთს. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს, მათ ინტერესშია, რომ ამ ყველა თემის დაკავშირება მოხდეს ანაკლიის პროექტთან. ჩვენ ამ პროექტის მისამართით გვაქვს სრული მხარდაჭერა გამოცხადებული. ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, იქნებოდა ეს ფინანსური ვალდებულებების აღება, ინვესტიციების განხორციელება იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც აუცილებელია, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს, იქნება ეს მოლაპარაკებები სხვა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან თუ ა.შ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ანაკლიის პორტი საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი იქნება. ის თანამედროვე ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. უმაღლესი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, ეს ფაქტორები შეუწყობს ხელს პორტის პროდუქტიულობას, ეფექტურობასა და საიმედოობას. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და  გახსნა 2020 წელს იგეგმება. მთლიანობაში, პორტი 9 ფაზად განვითარდება. ინვესტიციის საერთო რაოდენობა კი 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. პორტის სიღრმე 16 მეტრი იქნება, რაც საშუალებას მისცემს მას, მიიღოს 10 000–კონტეინერიანი (TEU)  გემები


მსგავს თემაზე:

მამუკა ხაზარაძე : ანაკლიის პორტს მაინც ავაშენებთ


ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის საპროექტო სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება


ანაკლიის პროექტის დასრულების ვადა 2022 წლის ივნისით განისაზღრა



სხვა სიახლეები