• Ƀ/$

აშშ-მ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა

1 აგვისტო 10:30 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ-ს სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა Nord Stream 2– ის წინააღმდეგ სანქციები დაამტკიცა. ამის შესახებ Reuters იტყობინება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვლის, რომ პროექტის რეალიზაცია ევროპაში მოსკოვის ეკონომიკურ გავლენას გააძლიერებს. 


კანონპროექტის თანახმად, შეზღუდვები იმ პირებსა და კომპანიებზე იმოქმედებს, რომლებიც ჩართულნი არიან მილსადენის მშენებლობაში. სანქციები ეხება მათ, ვინც გემების ტექნიკური მხარდაჭერას და Nord Stream-2-ის მშენებლობის დაზღვევას უზრუნველყოფენ.


კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ, დოკუმენტმა სენატის კენჭისყრა უნდა გაიაროს. შემდეგ კი ის წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება და ბოლოს მას ხელი აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა უნდა მოაწეროს. დოკუმენტი აქტივების გაყინვას და ქვეყანაში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს.


Nord Stream 2-მა ბალტიის ზღვის ქვეშ უნდა გაიაროს და რუსეთი და გერმანია დააკავშიროს. მისი გაშვება 2019 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, მაგრამ დანიის პოზიციის გამო შესაძლოა გადაიდოს. კოპენჰაგენმა გაზსადენს სახელმწიფო მნიშვნელობის საფრთხე უწპდა და რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების საფრთხეზე მიანიშნა.


მილსადენი გადაკვეთს სატრანზიტო სახელმწიფოებს, მათ შორის უკრაინას, ბელორუსსა და პოლონეთს.


ოთხშაბათს, 31 ივლისს, ავსტრიული კომპანია OMV- ის ხელმძღვანელმა რაინერ სეილმა განაცხადა, რომ Nord Stream-2– დან გაზის პირველი ნაკადი 31 დეკემბერს შუაღამემდე გავა. მან განმარტა, რომ მილსადენის 70 % უკვე განლაგებულია ზღვის ფსკერზე და  პროექტის განხორციელებაში შეფერხებები არ არის მოსალოდნელი.


სხვა სიახლეები