• Ƀ/$

საქართველო და ირანი სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების განვითარებაზე შეთანხმდნენ

1 აგვისტო 12:24 | ეკონომიკა

საქართველო და ირანი სპარსეთის ყურე - ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივ განვითარებაზე შეთანხდნენ.

აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი ცენტრალური იყო ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შერეული კომისიის სხდომის დღის წესრიგში, რომელიც ირანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის ადოლჰაშემ ჰასან ნიას ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ ოქმი გაფორმდა, რომელშიც სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში ორივე მხარის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა. საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა მოაწერა.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის და შეიმუშავებენ ღონისძიებათა გეგმას ამ მიმართულებით. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, არის კვოტები საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ორ ქვეყანას შორის 2019 – 2020 წლებისთვის. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს განსაზღვრული აქვს ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ირანს შორის ფუნქციონირებდეს სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების გამართული სისტემა.


საქართველოსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლიდან დამყარდა. 2018 წელს ორ ქვეყანას შორის საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $257 მლნ შეადგინა, $75 მლნ ექსპორტი და $177 მლნ იმპორტი.


მსგავს თემაზე:

სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივას ირანში ეძებს


კონფრონტაცია ბრიტანეთსა და ირანს შორის - სანავთობე ტანკერების დაკავება


სპარსეთის ყურეში კოალიციის შექმნის იდეას ირანიდან მყისიერი პასუხი მოჰყვა



სხვა სიახლეები