• Ƀ/$

თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი განათების ახალი სისტმით აღიჭურვა

5 აგვისტო 11:16 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პირველი ეტაპი დაასრულა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 13R კურსით დღემდე მოახლოების შუქ-სასიგნალო სისტემით აღჭურვილი არ ყოფილა. არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ზღურბლიდან 420 მ-ის მანძილზე, სპეციალური მსხვრევადი კონსტრუქციის ანძებზე, დამონტაჟდა ახალი ტექნილოგიის LED ტიპის თანამედროვე სანათები, რაც საქაერონავიგაციას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მომფრენი თუ გამფრენი საჰაერო ხომადების უსაფრთხო ოპერირება რთული მეტეოპირობების, მათ შორის დაბალი ხილვადობის დროს.


შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პროექტი ფრანგულმა კომპანია „ADPI” - იმ შეასრულა.  ახალი, თანამედროვე სისტემის ნაწილების მოწოდება და სამონტაჟო სამუშაოები იტალიურმა კომპანია „OCEM”-მა განახორციელა.


უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტის მე-2 ეტაპი, რაც აღნიშნული სისტემის 900 მეტრამდე გაფართოებას გულისხმობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოახლოების სანათების ახალი სისტემა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ICAO - ს სტანდარტებთან. როგორც საქაერონავიგაციაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის დასრულება გახდება იმის საფუძველი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს 13R კურსიდან ICAO-ს პირველი კატეგორია მიენიჭოს.


განათების ახალი სისტემა კიდევ უფრო აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს თბილისის აეროპორტში და საჰაერო ხომალდებს დაფრენას საგრძნობლად გაუადვილებს ძლიერი ნისლის, ცუდი მეტეოპირობების და დაბალი ხილვადობის დროს.


მსგავს თემაზე:

6 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 2.49 მლნ-ს მიაღწია


ICAO ავიაკომპანიებს სოხუმის აეროპორტში ფრნების უფლებას არ მისცემს


ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გამტარუნარიანობა 4-ჯერ გაიზრდება



სხვა სიახლეები