• Ƀ/$

კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა 2020 წლამდე დაიწყება

13 აგვისტო 12:57 | ეკონომიკა

რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის 6 თვიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

პრემიერის თქმით ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. რა თქმა უნდა მას სჭირდება ინვესტიციები და ეს ინვესტიციები უკვე მოძიებული და ხელმოწერილია.


„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ჩვენ უნდა გვქონდეს მხედველობაში, თუ რა დამატებით სარგებელს მოუტანს ეს ჩვენს მოქალაქეებს და ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო პროექტი, რომელიც ჩვენ შარშან განვახორციელეთ, ეს იყო საბაგირო ახალი, რომელმაც დააკავშირა კობი გუდაურს. ჩვენ შედეგად მივიღეთ, რომ კობი გაცოცხლდა, მასში შევიდა ახალი სიცოცხლე და თქვენ დღეს ფაქტობრივად ვერ ნახავთ თავისუფალ ადგილს, რომელზეც არ მიდიოდეს საუბარი, რომ ახალი სასტუმროა ასაშენებელი ან ახალი ტურისტული ობიექტი. ასეთმა პროექტმა ჩვენ საშუალება მოგვცა რომ თრუსოს ხეობაში შეგვეტანა ახალი დინამიკა და დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში ეს ორივე ძალიან ლამაზი ადგილი ინტენსიურად განვითარდება. პირადად ჩემთვის ეს არის ორიენტირი, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა საქართველოში.“ აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.


პროექტი რომელიც 9 კმ სიგრძის გვირაბსაც ითვალისწინებს აზიის განვითარების ბანკი $415 მლნ-ით დააფინანსებს. მისი დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება წლის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად გახდება შესაძლებელი.


მსგავს თემაზე:

გუდაურში წყალარინების გამწმენდი ნაგებობები აშენდება


ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობას ADB $415 მლნ-ით დააფინანსებს



სხვა სიახლეები