• Ƀ/$

გორის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

14 აგვისტო 17:36 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, რის შემდეგაც, დიდუბის გამგეობამ ასფალტის ამორტიზებული საფარის დემონტაჟი განახორციელა.

კონტრაქტორმა კომპანიამ ასფალტის პირველი ფენა უკვე დააგო, ასევე, მოეწყო ბორდიური, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები. ამ დროისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტროტუარების მოწესრიგება მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში,  4 750 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.  


საგზაო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე თვეს დასრულდება, შპს „ბი ემ სი“ ახორციელებს.


გზების მოწესრიგების პარალელურად, დიდუბის რაიონში მოსასვენებელი სივრცეების, სპორტული მოედნებისა და საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


სხვა სიახლეები