• Ƀ/$

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

22 აგვისტო 10:54 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის მეტროში მოხდარი ტექნიკური ხარვეზის გამო, რასაც პირველ ხაზზე მოძრაობის შეფერხება მოჰყვა, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს:

"თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, დღეს, 10:00 საათიდან 10:15 საათამდე, მატარებლები მოძრაობდნენ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“, ხოლო მს „დიდუბიდან“ მს „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობა შეფერხებული იყო მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზის გამო.

მგზავრთა მომსახურება პირველ ხაზზე განახლდა სრულად მას შემდეგ, რაც დაინიშნა დამხმარე მატარებელი და დაზიანებული მოძრავი შემადგენლობა გადაყვანილ იქნა ჩიხში.

თბილისის მეტრო ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!"


მსგავს თემაზე:

თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონი დაემატება


4G ინტერნეტი ლონდონის მეტროში 2020 წლიდან გახდება ხელმისწავდომი



სხვა სიახლეები