• Ƀ/$

6000-მდე პენსიონერი პედაგოგი ფულად ჯილდოს ოქტომბერში მიიღებს

22 აგვისტო 14:08 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი  დასრულდა.

ამ თემაზე განათლების, მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე   6 000-მდე მასწავლებელი დარეგისტრირდა, რაც  საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი პედაგოგების ნახევარს შეადგენს.


მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისშივე მიიღებენ. ამასთან, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი - ამ მიმართულებით ხორციელდება ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში.


აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. შესაბამისად, ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.


2019 წელს განხორციელებული შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, 2022 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროზე დაიხარჯება.


მსგავს თემაზე:

განათლების დაფინანსების მოცულობა მშპ–ის 6%–ს მიაღწევს


მსოფლიო ბანკი საქართველო განათლების სისტემის განვითარებისთვის €90 მლნ-ს გამოყოფს



სხვა სიახლეები