• Ƀ/$

მსოფლიო ბირჟებზე კატასტროფული ვარდნა გრძელდება

16 მარტი 18:14 | ფინანსები

ამერიკული ბირჟებზე პანიკაა. ტრეიდერები კოლაფსის მოლოდინში არიან. ვაჭრობის დაწყებიდან  1 საათზე ნაკლებ დროში, როგორც Dow Jones-ის, ასევე Nasdaq-ისა და S&P 500-ის ინდექსები ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით დაეცა. 

Dow Jones-ის ინდექსი 11.2%-ით 20 600-მდე შემცირდა, რაც 1 თვის წინანდელ მაჩვენებელზე 31%-ით ნაკლებია.


10.1%-იანი ვარდნის შემდეგ Nasdaq-ის ინდექსი 7120-მდე შემცირდა, რაც შეეხება S&P 500-ს 10.6%-იანი ვარდნის შემდეგ ინდექსი 2455-მდე შემცირდა. ამ ბოლო 2 ბირჟის ინდექსები კლებამ 1 თვეში 28% შეადგინა.


მძიმე ვითარებაა ევროპაშიც. ლონდონში FTSE 100-ის ვარდნამ 7%, ხოლო FTSE 250-ის ვარდნამ 11% შეადგინა.


ორნიშნა 10.2%-იან კლებას ვერ ასცდა ფრანკფურტის DAX, 11.2%-იანი ვარდნა განიცადა მადრიდის IBEX 35-მა, პარიზის Cac 40-მა 10.3%-იანი ვრდანა. ამსტერდამის AEX 9.4%-იან კლებას დასჯერდა.


ევროპისა და ამერიკის ფონზე უკეთ გამოიყურება აზია. იაპონიის, ჩინეთისა და ჰონკონგის ბირჟის ინდექსების კლება მხოლოდ 2-4 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა, რაც სხვა თანაბარ პირობებსი მაღალია, მაგრამ არა ახლა.


სხვა სიახლეები