• Ƀ/$

Brent-ის ფასი $26–ს ჩამოსცდა, რუბლი $1–ზე 80–ს გაექცა

18 მარტი 21:45 | ეკონომიკა

ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $26–ს ჩამოსცდა - პირველად 2003 წლის აპრილის შემდეგ.

ამ მარკის ნავთობის ფასი, მაისში მიწოდების პირობით, ლონდონის ბირჟაზე ოთხშაბათს 9,6%–ით დავარდა.


კოტირებები ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებისა და OPEC–ისა და კარტელის არაწევრ ქვეყნებს შორის უთანხმოების გამო ვარდება. ანალოგიური ვითარებაა საფონდო ბირჟებზე, სადაც ორშაბათის, 16 მარტის ვარდნა მეორდება.


რუსეთის საფინანსო ბაზარზე ვაჭრობა დღეს დილით რუბლივა ვარდნით დაიწყო. საღამოს აშშ დოლარის კურსი 80 რუბლს ასცდა – ეს პირველად მოხდა 2016 წლის 11 თებერვლის შემდეგ.


ამერიკული მსუბუქი ნავთობი WTI დღევანდელ ვაჭრობებზე 13%–ით დავარდა – ბარელზე $23,55–მდე. ასეთი ვარდნა აშშ–ში ნავთობმარაგების ზრდის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ განაპირობა.


სხვა სიახლეები