• Ƀ/$

ლარი გამყარდა

19 მარტი 17:24 | ფინანსები

19 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1568 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1804 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.36 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.4109 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4997 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 8.88 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4830 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.6376 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 20 მარტიდან შევა ძალაში.


სხვა სიახლეები