• Ƀ/$

რუსთავის საკრებულოს 20-მდე დეპუტატი თვითოზოლაციაშია

2 აპრილი 19:40 | INTERNET დაიჯესტი

რუსთავის საკრებულოს 20-მდე დეპუტატი, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე თვითიზოლაციაში იმყოფება.

უკვე მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა, ვისაც შეხება ჰქონდა საკრებულოს იმ წევრთან, რომლის მშობელსაც კორონავურისი დაუდგინდა.


რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ამ ეტაპზე 45-მდე პირია იდენტიფიცირებული.


„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მე პირადად მასთან კონტაქტი და შეხება არ მქონია. იდენტიფიცირებული ადამიანები გაფრთხილებული არიან და ამ წუთას იმყოფებიან თვითიზოლაციაში.


ჩვენ ველოდებით ანალიზის პასუხს ამ პიროვნების, ვისზეც ჩვენ ახლა ყველა ვსაუბრობთ. დანარჩენი შიდა მონიტორინგი ახდენს მოკვლევას.


დაახლოებით, 40 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა, დაემატა კიდევ ხუთი ადამიანი. ახლა ხდება შიდა მონიტორინგი არსებული კამერების საშუალებით, რაც მუნიციპალიტეტის შენობაში დამონტაჟებულია, მიმდინარეობს შესწავლა, რომელ ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი“ , – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.


არსებული ინფორმაციით, საკრებულოს წევრის დედა ეროვნული ბანკის თანამშრომელია, რომელსაც კიდევ ექვს თანამშრომელთან ერთად კოვიდ 19 დაუდგინდა.


რუსთავში შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს, მერიისა და საკრებულოს შენობებს დეზინფექცია უტარდება.


წყარო


სხვა სიახლეები