• Ƀ/$

სირიელი ქურთები თურქეთის საწინააღმდეგოდ საყოველთო მობილიზაციას აცხადებენ

9 ოქტომბერი 15:57 | მედია ბიზნესისთვის - M2B

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ე.წ. ქურთისტანის სამოქალაქო ადმინისტრაციამ „საყოველთაო მობილიზაცია“ გამოაცხადა, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაგეგმილი ოპერაციის საპასუხოდ.

ოფიციალური ანკარა დიდი ხანია ქურთ მებრძოლებზე შეტევას გეგმავს, რომელთაც ტერორისტებად და თურქეთში მცხოვრები ქურთი ამბოხებულების მოკავშირეებად აცხადებს.


თურქეთის მხრიდან სირიაში შესვლის მოლოდინი მას შემდეგ გამყარდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქი სამხედროების მიერ დაგეგმილ მოქმედებებში ჩაურევლობის შესახებ განაცხადა და ფაქტიურად მარტო დატოვა დიდი ხნის მოკავშირე ქურთები, რომლებთან ერთად ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ.


ამავდროულად აშშ-ის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ იგი თურქეთის ეკონომიკას „სრულად გაანადგურებს“, თუ ანკარა სირიაში შესვლას გადაწყვეტს.


ამჟამად არსებული ინფორმაციით, თურქული ჯარები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარს კვეთენ და სირიელ მეამბოხე ძალებთან ერთად, ქურთი მებრძოლების და „ისლამური სახელმწიფოს“ ჯგუფის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან.


მოგვიანებით დონალდ ტრამპმა შეცვალა გადაწყვეტილება და ამერიკული სამხედრო ძალების დაბრუნებას გეგმავს ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე. ეს გამოიწვია რესპუბლიკელი კრიტიკოსების განცხადებებმა, რომ აშშ საკუთარ მოკავშირეს, სირიელ ქურთებს წირავს, რის გამოც ამერიკის სანდოობის ხარისხი დაეცემა.


მსგავს თემაზე:

თურქეთის მოქმედებების საპასუხოდ განხორციელებული ირანული წვრთნები



სხვა სიახლეები